ესპანურმა „ჟირონამ“ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმების შესახებ მცველ დელეი ბლინდთან.
33 წლის ნიდერლანდელმა ახალ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
კარიერის განმავლობაში ბლინდი თამაშობდა „აიაქსში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნში“. მის ანგარიშზე 100-ზე მეტი მატჩია ნიდერლანდების ნაკრებში, რომელთან ერთადაც მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.