იტალიური ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა ალექსანდრო დელ პიერომ „იუვენტუსის“ შემტევ პაულო დიბალაზე ისაუბრა. მისი აზრით, არგენტინელი მიმდინარე სოზონში ძალიან კარგად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსის გამო, ფეხბურთის თამაში დროებით თითქმის ყველგან შეწყვეტილია.
„დიბალა სამკლავურს უკვე ატარებდა. ტურინში თვლიან, რომ ის უკვე იმსახურებს და მზადაა კაპიტნობისთვის. არგენტინელი გუნდის სრულყოფილი წევრია“ – განაცხადა დელ პიერომ.