პაულო დიბალამ „რომაში“ სადებიუტო გოლები გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
პაულო დიბალამ „რომაში“ სადებიუტო გოლები გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

შუა კვირას, იტალიის სერია A-ში მეოთხე ტური იმართება. ერთ-ერთი ლიდერი „რომა“ საკუთარ მოედანზე იღებდა დებიუტანტ „მონცას“ და 3:0 გაიმარჯვა.

თავისი პირველი გოლები გაიტანა რომაული კლუბის შემადგენლობაში პაულო დიბალამ. არგენტინელმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი მეორე ნახევარში კი ბრაზილიელმა მცველმა როჟერ იბანიესმა შეაგდო.

ამ მატჩის შემდეგ, დიბალა გახდა მერვე ფეხბურთელი სერია A-ს ისტორიაში, ვინც 100 გოლისა და 50 შედეგიანი გადაცემის ნიშნულს მიაღწია.

ოთხი ტურის შემდეგ, „რომას“ 10 ქულა აქვს.