დეკემბრის შემდეგ სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა დასრულდება
დეკემბრის შემდეგ სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა დასრულდება

დეკემბრის შემდეგ სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კომპონენტი დეკემბერში სრულდება და შესაბამისად, ვეღარ გაგრძელდება.

“არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება ვაშლების დარიგებას, ეს კომპონენტი სრულდება და შესაბამისად, ვერ შენარჩუნდება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სკოლებში ვაშლების დარიგების კამპანია ოქტომბრიდან დაიწყო.