ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გერმანელი ლაურა დალმაიერი, დეკემბერში, მსოფლიო თასის ეტაპებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ის 2019 წელს შეძლებს ბიატლონს დაუბრუნდეს. შესვენების შემგეგ, რომელიც ტრავმით იყო გმოწვეული, მან ვარჯიში ნოემბერში დაიწყო, მაგრამ კიდევ სჭირდება, რომ ძველი ფორმა აღიდგინოს და სრულფასოვნად დაბრუნდეს.
„- ლაურა რომ დაუბრუნდეს ძველ ფორმას, მას სჭირდება მეტი დატვირთვები, ბევრი მუშაობა და მოთმინება“, -მოყავს ნაკრების ექიმის, კლაუს მარკვადტის სიტყვები Biathlon news.de- ს.
„- მე ძალიან მინდოდა მონაწილეობა პირველივე ეტაპებზე მიმეღო, მაგრამ ჩვენ თავიდანვე მოვილაპარაკეთ, რომ დავბრუნდებოდი მაშინ, როცა დიდი დატვირთვებისთვის მზად ბოლომდე ვიქნებოდი - განაცხადა დალმაიერმა.