დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეპარქიაში ფიზიკურ დაპირისპირებას გაუგებრობას უწოდებს
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეპარქიაში ფიზიკურ დაპირისპირებას გაუგებრობას უწოდებს

რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი აცხადებს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და სიტუაცია მეუფე იობმა დაასტაბილურა.

ამასთან, დეკანოზი ადასტურებს, რომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი ასე გავრცელდა და საზოგადოება ასეთ ინტერესს იჩენს ამ ყველაფრის მიმართ. ვფიქრობ, არაფერი საინტერესო ამ ისტორიაში არ არის. მოხდა გაუგებრობა, გაუგებრობას ჰყავს მოწმეები – მიტროპოლიტი იობი და ეპისკოპოსი სვიმეონი. ჩემსა და მეუფე სვიმეონის მძღოლს შორის მოხდა დაპირისპირება. შემდგომ ყველაფერი ადგილზე გაირკვა, მეუფე იობმა დაასტაბილურა სიტუაცია. თვითონ ფაქტი სამწუხაროა და ორმაგად სამწუხაროა ის, რომ ასეთი ინციდენტის მიმართ არის ასეთი ძლიერი ინტერესი საზოგადოებაში. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. ეს დაპირისპირება მოყვა რაღაც გამონათქვამს, რომელიც მეუფემ გაიგო. მას ეს ამბავი მიუტანეს და ამის შემდეგ მან ჩემგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.

მეუფე იობმა მთხოვა, ყველაფრის მიუხედავად, შენდობა მეთხოვა მეუფე სვიმეონისადმი. მე დავემორჩილე მეუფე იობს და მეუფე სვიმეონს მივმართე შენდობისთვის. ეს ხდება ხოლმე მეტანიის შესრულებით, მაგრამ არიან გარკვეული ადამიანები, თუნდაც თვითმხილველები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან არაფერი არ მქონდა შესანდობი. ჩემი მხრიდან ჩივილს არ ვაპირებ“, – განაცხადა დეკანოზმა.

დატოვე კომენტარი