დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ მეუფე პეტრე ცაავა საკუთარი განცხადებებით პირადად პატრიარქს ებრძვის
დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ მეუფე პეტრე ცაავა საკუთარი განცხადებებით პირადად პატრიარქს ებრძვის

მეუფე პეტრეს განცხადება იყო ეშმაკის მსახურება, – ამის შესახებ დეკანოზმა, შალვა კეკელიამ ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

შალვა კეკელიას თქმით, წლების განმავლობაში მიდის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღდეგ.

„დიდი ხანია, წლების განმავლობაში მიდის მიზანმიმართული ბრძოლა, რომ ეკლესიაში ხალხი აღარ დადის, რომ ხალხს ეკლესია აღარ უნდა. ეშმაკს უნდა რომ ეკლესიაში ხალხმა აღარ იაროს. ეშმაკს თავის მომხრეები ყოველთვის ჰყავს. ადამიანი, რომელიც ღვთისკენ მიდის, მის სულში ღმერთი მკვიდრდება და მისი ნებისმიერი სიტყვა მათთვის საღვთოა. ასევეა ადამიანი, რომელიც ეშმაკს ემსახურება, ეშმაკის მსახური ხდება.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საქციელი იყო ამაზრზენი. პატრიარქი დავღალეთ ადამიანურად. რაც პატრიარქი გახდა იქიდან მოყოლებული მას ებრძვიან, ხან მოუგონეს, რომ მონაზონთან ჰქონდა ურთიერთობა, ხან ქალთნ, ხან რა. დღეს ეს აღარ იკმარა ეშმაკმა, უამრავი რამ დააბრალეს“, – განაცხადა შალვა კეკელიამ.

დეკანოზი შალვა კეკელიას თქმით, მეუფე პეტრე საკუთარი განცხადებებით ეკლესიაში პრობლემებს კი არა, პირადად პატრიარქს ებრძვის.

„ერთ რამეს ისახავს მეუფეს განცხადებები, რომ ხალხი ეკლესიიდან წავიდეს. მეუფე პეტრეს განცხადება იყო ეშმაკის მსახურება. ჩვენ ვნახეთ მეუფე პეტრეს ნამდვილი სახე, როდესაც ის სინოდიდან გამოვიდა. ეს იყო მისი ნამდვილი სახე, რომელშიც უკვე ეშმაკი იყო შესული. ეშმაკი გვეძახდა, გვეუბნებოდა, ვინც თქვენ ერის სახედ მიგაჩნიათ, ერის სახე კი არა, ეს ადამიანი მამათმავალია. მე მეორე სიტყვას ვერ ვიტყვი.

მე რასაც ვხედავ, პირველივე დღიდან, მან განცხადებები დაიწყო ვითომ ეკლესიაში პრობლემების მოგვარებაზე. მე პირველივე დღიდან აღვნიშნე, მას ეკლესიაში პრობლემების მოგვარება არ უნდა. ის ეკლესიაში პრობლემებს კი არა, ის ებრძვის პირადად პატრიარქს. პირველივე წამიდან ამას ვამბობდი. ის არ ებრძვის შორენას, ის არ ებრძვის საპატრიარქოს, ის ებრძვის პატრიარქს. მან თავის სიტყვებით დაადასტურა კიდევაც, რომ ის ებრძვის პატრიარქს და ის პატრიარქის წინააღმდეგია. პატრიარქის მოკვდინება უნდა სულიერად, სიტყვით მკვლელობა უფრო დიდია, ვიდრე ხორციელად ადამიანი მოკლა“, – განაცხადა შალვა კეკელიამ.