დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ვისაც ესმის, რომ 17 მაისის კონცერტი არ არის მიმართული ძალადობისკენ, მისთვის იოლია გადაწყვეტილების მიღება
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ვისაც ესმის, რომ 17 მაისის კონცერტი არ არის მიმართული ძალადობისკენ, მისთვის იოლია გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძართან დაგეგმილი კონცერტი ძალადობისკენ არ არის მიმართული.

როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, კონცერტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

„გარკვეული გაუგებრობა შემოიტანა მონაწილეებთან მოლაპარაკების პროცედურამ და ამას მოჰყვა ძალიან დიდი ვნებათაღელვა. კონცერტში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, არის ნებაყოფლობითი. ვისაც ესმის, რომ ეს არ არის მიმართული არანაირი ძალადობისკენ, მისთვის იოლია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ზოგიერთ მონაწილეს გაუჩნდა ისეთი მოსაზრება, რომ თავი უნდა შეიკავოს. გუშინ მოვისმინეთ, მაგალითად, თამარ ჭოხონელიძემ განაცხადა, რომ ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს მისი მოსაზრებაა და, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი შეხედულება. მე ვერ ჩამოგითვლით, ზუსტად ვინ არიან მონაწილეები. ერთი ვიცით, რომ სუხიშვილები იქნებიან. ამ შეთავაზებებით „დავითიანი“ იყო დაკავებული“, – განაცხადეს საქართველოს საპატრიარქოში.