დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე - ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემიდან ნარკოტიკების კულტივიზაციაზე გადავიდნენ, რაც ყველასთვის მიუღებელია
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე - ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემიდან ნარკოტიკების კულტივიზაციაზე გადავიდნენ, რაც ყველასთვის მიუღებელია

ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემიდან ახლა უკვე გადავიდნენ ნარკოტიკების კულტივიზაციაზე, რაც ჩვენთვის, ყველასთვის მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოსთან დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ დაუშვებენ, რომ „ეს უმსგავსო და უზნეო კანონი“ მიიღონ.

„მოთხოვნა არის ის, რაც საზოგადოებას დღეს აწუხებს – არამარტო ეკლესიას, არამარტო სასულიერო პირებს, არამედ მთლიანად ერს, რომ დღეს დაწყებული ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემიდან ახლა უკვე გადავიდნენ ნარკოტიკების კულტივიზაციაზე, რაც ჩვენთვის, ყველასთვის მიუღებელია.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს უმსგავსო და უზნეო კანონი არ იქნას მიღებული, რასაც შევძლებთ რა თქმა უნდა. პროტესტს ღიად ვაფიქსირებთ. ეს არის ბრძოლა ჩვენი ერისა და მომავალი თაობის წინააღმდეგ. აქ ვდგავართ ჩვენი შვილების დასაცავად, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ეს არის ქართული საქმე და ეს არის ქართული ოცნებაც, ჩვენს მთავრობას შევახსენებდით ამას, რომ ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობაზე უნდა ვზრუნავდეთ.

გვყავს ეს შვილები და დიდი შრომით, ოფლითა და ღვაწლით გვიწევს ამათი გაზრდა. ამათი გასაფუჭებელი შვილები ჩვენ ვიღაც ნარკომანებისა და იმათი მამათ მავანთა, რომლებიც ამას მფარველობენ, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ღმერთმა შეგვიწყალოს, დაგვლოცოს ყველა და სრულიად საქართველო“, – განაცხადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ.

მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, ხვალ სასულიერო პირები სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს

მანამდე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.

დატოვე კომენტარი