დეკანოზი გიორგი მამალაძე ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება
დეკანოზი გიორგი მამალაძე ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი მოადგილე მარინა გელანტია აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოკვლევები უტარდება.

მისი თქმით, 34 წლის პაციენტი კლინიკაში მარჯვენა ხელისა და ფეხის მიდამოში დაბუჟებისა და სისუსტის შეგრძნებით შეიყვანეს. როგორც მარინა გელანტიამ აღნიშნა, დეკანოზი მამალაძე ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ არის.

„პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები, ორგანული დაზიანებები არ აღენიშნება. ცნობიერება ნათელია და კონტაქტურია, მაგრამ ასე მწვავე გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა. ეს არის სისხლის მიმოქცევის დაუზუსტებელი შინური ფორმის გამოვლენა. კვლევები პერმანენტულად მიმდინარეობს და როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ არ ვიცით. ჩვენთან არტერიული წნევის მაღალი ციფრი არ დაფიქსირებულა, არც წნევა. ხელ ფეხის შეზღუდვა არ გამოვლენილა და ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.