დეკანოზი გიორგი მამალაძე ადვოკატმა მოინახულა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ადვოკატმა მოინახულა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ მოინახულა.

როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, დეკანოზმა ინფორმაცია მიაწოდა მეუფეების ე.წ. მატროსოვის ციხეში  შესვლის საკითხზე . ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზის სურვილია, მეუფეებს ციანიდის საქმეზე კითხვები არ დარჩეთ.

„ როდესაც მეუფე გრიგოლი პირველად შეხვდა დეკანოზს, ციხიდან გამოსვლისას გააკეთა განცხადება, რომ მისთვის გარკვეულ კითხვებზე პასუხები მიღებულია, ნაწილზე კი კვლავ დარჩა კითხვები. ამის შემდეგ დეკანოზს სურდა, მეუფეებს არ ქონოდათ პასუხგაუცემელი კითხვები. გარკვეული სასულიერო პირები,  დისტანცირებას ახდენენ ე.წ. ციანიდის საქმისგან, თითქოს  პასუხებს ვერ იღებენ. დეკნოზს უნდა, ეს კითხვები გაქრეს. მან თქვა, რომ მეუფე გრიგოლთან და ილარიონთან შეხვედრის შემდეგ პრაქტიკულად  ყველა კითხვას გასცა პასუხი. ისაუბრა, თუ რამ განაპირობა ციანიდის საქმის სპექტაკლი, აგრეთვე საუბარი იყო  სასულიერო პირებზე, რომლებიც მას უპირისპირდებოდნენ. მათ შორის საუბარია მეუფე იაკობზე. დეკანოზმა  მითხრა, რომ სავარაუდოდ, სხვა მეუფეებიც აპირებენ მასთან შესვლას”,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.