დეკანოზი დავით ლასურაშვილი - „ფსიქო“ უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებობებზე ინიშნებიან
დეკანოზი დავით ლასურაშვილი - „ფსიქო“ უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებობებზე ინიშნებიან

„ფსიქო“ უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებობებზე ინიშნებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა განუცხადა.

დეკანოზმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი უკან უნდა გაიწვიოს, რადგან არანაირი კონსულტაცია საკითხის არსს არ შეცვლის.

„ეს კიდევ ერთი დაცინვაა ეკლესიისა და სახელმწიფოსი. რა კომუნიკაცია შეცვლის ამას, რომ ნარკოტიკი არ არის ნორმა, ნარკოტიკი არის მიუღებელი და მისი გასაღება დაცინვაა. თვითონ არიან დასაცინ მდგომარეობაში. სასაცილო მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები. ჩვენ რომ ვიყავით საკომიტეტო მოსმენაზე, მეორე დღეს, მინისტრის მოადგილე ქალბატონმა გააკეთა განცხადება, რომ კულტივაციაში ცუდი არაფერია. მთელი დღე, რამდენიმე საათი ისმენდა ჩვენგან ამ პოზიციებს. უკაცრავად, მაგრამ მგონი, „ფსიქო“ უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნებიან. სხვა შთაბეჭდილება ჩვენ უკვე აღარ გვრჩება“, – აღნიშნა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.