დეკანოზი დავით ისაკაძე - ხვალ დილიდან დავიკავებთ სხვადასხვა ადგილს, რომ საქართველოში გარყვნილების აღლუმი არ შედგეს
დეკანოზი დავით ისაკაძე - ხვალ დილიდან დავიკავებთ სხვადასხვა ადგილს, რომ საქართველოში გარყვნილების აღლუმი არ შედგეს

არ დავუშვებთ გარყვნილების ქადაგებას საქართველოში, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. სასულიერო პირები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას მართავენ და აცხადებენ, რომ ეს გამაფრთხილებელი მსვლელობაა.

სასულიერო პირები ხვალ დილიდან მასობრივ გამოსვლებს პროგნოზირებენ.

„ჩვენ ვაწყობთ მცირე მსვლელობას, სასულიერო პირები, ერის ადამიანები და საზოგადოების გარკვეული ფენა. ეს არის გამაფრთხილებელი მსვლელობა. ჩვენ ვაპირებთ ხვალ დილიდან მასობრივი გამოსვლა მოვაწყოთ, დავიკავოთ სხვადასხვა ლოკაციები იმისთვის, რომ არ შედგეს გარყვნილების აღლუმი საქართველოში.

ჩვენ, კავკასიის შვილები ვართ. მთავარი არის სარწმუნოება, ღვთის მოსაობა. სოდომის ცოდვა არის უმძიმესი ცოდვა. ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვუვარდებით სახლებში ამ ადამიანებს, ეს მათი ნებაა, მათი ცხოვრების წესია, მაგრამ გარყვნილების რეკლამირება დაუშვებელია. მით უმეტეს ასეთ ვითარებაში ეს არის აბსოლუტურად პროვოკაციული გადაწყვეტილება, რათა კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს ჩვენს ქვეყანაში ვითარება, კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება მოხდეს. ხელისუფლებას, ამ ადამიანებს ყველას ვაფრთხილებთ, რომ არ დავუშვებთ გარყვნილების ქადაგებას საქართველოში. თავი შეიკავონ ამ მასიური გარყვნილების ქადაგებისგან“,- განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე გავრეცლდა.