დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვინც ფრთხილობს, რომ ტაძარში მისვლით შეიძლება დაინფიცირდეს, სარწმუნოებრივ დარღვევად არ ჩაეთვლება, ჩვენ მათთან სახლში მივალთ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვინც ფრთხილობს, რომ ტაძარში მისვლით შეიძლება დაინფიცირდეს, სარწმუნოებრივ დარღვევად არ ჩაეთვლება, ჩვენ მათთან სახლში მივალთ

ვინც ფრთხილობს, რომ ტაძარში მისვლით შეიძლება დაინფიცირდეს, ეს მათ სარწმუნოებრივ დარღვევად არ ჩაეთვლებათ, ჩვენ მათთან სახლში მივალ, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ეკლესია იცავს ყველა მითითებას, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ.

„ჩვენ მაქსიმალურად ყველას ვაფრთხილებთ ჩვენს მითითებაში, რომელიც პატრიარქის მიმართვის სახით გაიგზავნა, ვინც არის იმ კატეგორიას შორის, რომლებსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები აფრთხილებენ, არ მივიდნენ. ჩვენ ვთქვით, რომ ვინც ფრთხილობს, რომ ტაძარში მისვლით შეიძლება დაინფიცირდეს, ეს მათ სარწმუნოებრივ დარღვევად არ ჩაეთვლებათ. ჩვენ მათთან სახლში მივალთ. თქვენ რა გინდათ, რომ ჩვენ ტაძრები დავკეტოთ? ჩვენ ვიცავთ იმ დისტანციას, რომელიც არის რეკომენდებული ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ. ჩვენ კონკრეტულად გვეუბნებიან, რომ ვირუსი გადადის ამ დაშორებაზე, ჩენ ვიცავთ ამ დისტანციას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.