დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში

ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით, დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება. განჩინებაში წერია:

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ „კოვიდ“პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა, როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს – როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში“.

ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ვაქცინაციასთან მიმართებაში, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის…

Posted by Andria Jagmaidze on ოთხშაბათი, 17 მარტი, 2021

დატოვე კომენტარი