დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს

სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.

​„სრულიად წარმოუდგენელია. სინოდის სხდომა არის შიდა საეკლესიო საკითხების განხილვა. ხშირად საეკლესიო თემების განხილვა საჯარო სივრცეში იწვევს ძალიან ბევრ გაუგებრობას. ეკლესიური აზროვნება არ არის მსგავსი იმისა, რასაც ერში ვართ მიჩვეული. რას ვგულისხმობ?- გასაგები არის თუ არა ყველასთვის, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ წმინდანების წამებას და სიკვდილს,- გასაგები და ლოგიკურია, რომ ვდღესასწაულობთ ღვთისმშობლის მიძინებას, ნათლისმცემლის თავის კვეთას? ჩვენ სხვა აზროვნებაში ვართ, ამიტომ შიდა საეკლესიო საკითხების გამოტანა საჯარო სივრცეში, სადაც ამ თემებზე იმსჯელებს ხალხი, ვისაც საერთოდ არ აქვს ეკლესიური აზროვნება და არ არიან ეკლესიის წევრები, იწვევს ძალიან დიდ გაუგებრობას. ამიტომ, სრულიად წარმოუდგენელია სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ“,- განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, „ახლა საჭიროა, არაკომპეტენტურმა ხალხმა მაქსიმალურად შეიკავოს თავი ინტერპრეტაციებისგან“.

როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, „ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება“.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა პეტრე ცაავას ეკლესიიდან განკვეთა, დეკანოზი გიორგი ჯაღმაიძე ამბობს, რომ ასეთი საკითხები წმინდა სინოდის მსჯელობის საგანია.

„ვერავინ იტყვის წინასწარ, რა იქნება, რადგან მხოლოდ საერთო მსჯელობის შედეგად შეიძლება, დასკვნა გაკეთდეს“,- აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დატოვე კომენტარი