დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს და აღნიშნავს, რომ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით.

„გირჩის“ თუ „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ გაცემული არც ერთი საბუთი, არ წარმოადგენს, აუცილებელ ან საკმარის პირობას, მისი ყოფილი „მღვდელმსახურის“ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად.

არამედ სრულიად უსასყიდლოდ შესაძლებელია მოძღვართან მისვლა სინანულით.

„ბიბლიური თავისუფლების“ მიერ გაცემულ საბუთს კი სულ ერთია რას უზამენ“, – წერს დეკანოზი „ფეისბუქში“.

„გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებს მონანიებას და მსახურებიდან გასვლას 50 ლარად სთავაზობს.

დატოვე კომენტარი