დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის გმობის დღედ 17 მაისის ზეიმს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის გმობის დღედ 17 მაისის ზეიმს

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„17 მაისს კონცერტში არმონაწილეთა მიმართ ვხვდები ძალიან აგრესიულ და გაბოროტებულ „სიწმინდის დამცველებს”. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ქრისტიანის მთავარი ნიშანი არის სიყვარული. ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის გმობის დღედ ამ ზეიმს. ვინც ბილწსიტყვაობთ და მოყვასს განიკითხავთ, დაფიქრდით იქნებ თქვენსავე მტერს ამარჯვებინებთ თქვენზე. ნაცვლად ლოცვისა, თქვენგან წყევლა და გინება თუ ისმის, ეს უკვე დამარცხებაა!”, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.