დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - არ გავანაწყენოთ ექიმები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი, განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - არ გავანაწყენოთ ექიმები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი, განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ექიმებისადმი კრიტიკულ გამონათქვამებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი.

განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს.

ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“ – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქში“.