გიორგი მამალაძის ოჯახი სინოდის სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს
გიორგი მამალაძის ოჯახი სინოდის სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს

პატიმრობაში მყოფი გიორგი მამალაძის ოჯახი სინოდის სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომელიც საპატრიარქოსთან იმყოფება.

მისი თქმით, სინოდმა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სამი წლის წინ მიიღო, თუმცა კომისია ჯერ არ შექმნილა.

„ოთხი წელი გავიდა ჩემი ძმის ივანიშვილისა და პატრიარქის პირადი ტყვეობიდან. შევახსენებ ამ ადამიანებს, რომ მათ ჰყავთ პირადი პატიმარი დეკანოზი ირაკლი მამალაძე, რომელიც უკვე ორი წელია პარალიზებული იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მოვუწოდებ ამ ადამიანებს, იმსჯელონ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელზეც სამი წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება. მოვუწოდებ, ერთხელ და სამუდამოდ იმსჯელონ ამ თემასთან დაკავშირებით და შექმნან ეს კომისია“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

სინოდის სხდომა საპატრიარქოში 12:00 საათზეა დაგეგმილი. მეუფეები საპატრიარქოში უკვე  იკრიბებიან.