დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ​გაუთქმელობის პრინციპს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

17:30, 19.02.2018

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოში გაუთქმელობის პრინციპს და შესაბამის მუხლებს ასაჩივრებენ.

ისინი კანონმდებლობაში გაუთქმელობის პრინციპის დღეს არსებული ფორმის შეცვლას ითხოვენ.

ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლს ასაჩივრებენ, რომელიც გამოძიების მასალების გაუთქმელობას გულისხმობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

მათი სარჩელის განხილვა 20 თებერვალს დაიწყება.

მსგავსი