დიეგო დეისაძის „ტერმალიკა ნიეჩიეზამ“ პოლონეთის ჩემპინოატში გასვლაზე ერთ-ერთი ლიდერი, ლუკაშ პოდოლსკის „გორნიკ ზაბჟე“ 1:0 დაამარცხა და ლიდერთა ოთხეულში დაწინაურდა.
დეისაძე 15 წლიდან პოლონეთში იზრდებოდა და მინიფეხბურთის თამაშისას „ჩელსის“ სკაუტმა, ბარტოშ ოლეცკიმ აღმოაჩინა. 193 სმ სიმაღლის მქონე ბიჭმა მისი იმედები გაამართლა.
მე-6 ლიგის „ვარშავიდან“ დიეგო დეისაძე 2023 წელს პოლონეთის რანგით მე-2 ლიგის „ტერმალიკა ნიეჩიეზაში“ მიიწვიეს, რომელთან ერთადაც პოლონეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში, ექსტრაკლასაში გადავიდა. სეზონის დაწყებამდე კი პოლონურ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
დიეგომ სადებიუტო შეხვედრა წინა ტურში შეცინის „პოგონთან“ შეცვლაზე ჩაატარა და 9 წუთი ითამაშა. ამჯერად ქართველ თავდამსხმელს არ უთამაშია. დეისაძის „ტერმალიკამ“ 4 ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა.