დეიმონ უილსონი - საქართველოს მთავარი ბერკეტი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ წარმატება და განვითარებაა
დეიმონ უილსონი - საქართველოს მთავარი ბერკეტი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ წარმატება და განვითარებაა

საქართველოსა და უკრაინის მთავარი ბერკეტი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ წარმატება და განვითარებაა, –  ამის შესხებ „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, დეიმონ უილსონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

უილსონი მიიჩნევს, რომ ის ქვეყნები, სადაც ოკუპაციისა და ანექსიის პრობლემა მწვავედ დგას, ვლადიმერ პუტინის ავტორიტარული რეჟიმს წინ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით აღუდგებიან.

„დასავლეთის მთავარი ბერკეტი პუტინის ავტორიტარული, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ ღირებულებები და ერთიანობაა. საქართველოსთვის მთავარი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ სწორედ დასავლური ღირებულებები და განვითარებაა – წინსვლა, რომლის შეფერხებასაც რუსეთი ცდილობს.

საქართველოს და უკრაინის წარმატება რუს ხალხში თავისუფლების სურვილს გააღვივებს და პუტინის რეჟიმისთვის ყველაზე საშიში სწორედ თავისუფლების სურვილია, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებული საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე რუს ხალხში უნდა გაღვივდეს“, – აღნიშნა უილსონმა.

„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის მთავრობას ყველაზე მეტად რაც არ სურს, ეს წარმატებული აღმოსავლეთ ევროპა, წარმატებული საქართველო და წარმატებული უკრაინაა.