„დეილი მეილი“ - კეინი მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასასვლელად
ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ კარიერის გასაგრძელებლად.
ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილის“ ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელს კლუბის შეცვლა სურს და უკვე რამდენიმე თვეა, ეძებს წასვლის შესაძლებლობას. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ტოტენჰემი“ მზად არის სარეკორდო თანხად – 227 მილიონ ევროდ დაუთმოს კეინი „მანჩესტერს“, რადგან ვალები აწუხებს, თუმცა, შემდეგ დაიწერა, რომ ლონდონელები არ დაუთმობენ თავიანთ ლიდერს უშუალო კონკურენტს.
კრედიტორების წინაშე „ტოტენემის“ დავალიანება 820 მილიონ ევროს შეადგენს.