„დეფენს ნიუსი“- აშშ-ის კონგრესმა თურქეთისთვის შეიარაღების მიყიდვა ორი წლით საიდუმლოდ დაბლოკა
„დეფენს ნიუსი“- აშშ-ის კონგრესმა თურქეთისთვის შეიარაღების მიყიდვა ორი წლით საიდუმლოდ დაბლოკა

აშშ-ის კონგრესმა თურქეთისთვის შეიარაღების მიყიდვა ორი წლით საიდუმლოდ დაბლოკა.

გამოცემა „დეფენს ნიუსის“ ინფორმაციით, კონგრესის რამდენიმე წევრმა აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ეს-400“-ის შესყიდვის გამო მიიღო.

გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენ შეთანხმებას ეხება კონგრესმენების გადაწყვეტილება, თუმცა სავარაუდოდ, აშშ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში თურქეთთან თანამშრომლობას ავიაგამანადგურებელ, „ეფ 16“-ის განახლებასთან დაკავშირებულ პროგრამაზე შეაჩერებს.

„დეფენს ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ-ს თურქეთთან შეიარაღების მიყიდვაზე ხელშეკრულებები 1978 წლის შემდეგ არ გაუყინავს, რაც თურქი სამხედროების კვიპროსზე შეჭრას უკავშირდებოდა.