Defence News - აშშ ლატვიას სამხედრო ვერტმფრენებს მიყიდის
Defence News - აშშ ლატვიას სამხედრო ვერტმფრენებს მიყიდის

ამერიკული სააგენტო Defence News-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლატვიისთვის სამხედრო ვერტმფრენების მიყიდვის განკარგულება გასცა.

ლატვია ოთხ ამერიკული მოიერიშე Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს იყიდის. ტექნიკის საერთო ღირებულება 200 მილიონი ევროა.

გამოცემა წერს, რომ ლატვიისთვის შეიარაღების მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების დაცვით მოხდება.