დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა.

დღეიდან დედოფლისწყაროს მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებლი ყველა პირობაა შექმნილი.

ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დამხმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად მოინახულა.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 27 ახალი ადმინიტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 26 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.