დედოფლის ხელმოწერის შემდეგ, კანონი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ძალაში შევიდა
დედოფლის ხელმოწერის შემდეგ, კანონი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ძალაში შევიდა

კანონი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ძალაში შევიდა. კანონპროექტს ხელი დედოფალმა ელისაბედ მეორემ მოაწერა. ამის შესახებ განცხადება, თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ გააკეთა. კანონპროექტის დასამტკიცებლად სწორედ დედოფლის ხელმოწერა იყო საჭირო.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე კანონპროექტი 20 ივნისს დაამტკიცა.
აღნიშნული კანონი „ევროპული თანამეგობრობის შესახებ“ 1972 წელს მიღებული კანონის გაუქმებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგაც ბრიტანეთი მიიღეს ევროკავშირში. კანონის მიხედვით, ევროპელი კანონმდებლობა ბრიტანულ კანონებზე უპირატესი იყო.

Brexit-ის საკითხზე ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო.