დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, ისტორიაში პირველად, შობას უინძორების სასახლეში ოჯახის წევრების გარეშე შეხვდებიან
დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, ისტორიაში პირველად, შობას უინძორების სასახლეში ოჯახის წევრების გარეშე შეხვდებიან

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი ისტორიაში პირველად, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, შობას უინძორების სასახლეში ოჯახის წევრების გარეშე შეხვდებიან.

ტრადიციულად, დედოფალი შობას ოჯახთან ერთად სანდრინგემის სასახლეში ხვდებოდა.

ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი პანდემიის გამო, ოქტომბრის შემდეგ უინძორების სასახლეში ცხოვრობდნენ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, 1949 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედოფალი და პრინცი ფილიპი შობას შვილების გარეშე ხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ელისაბედ მეორე არც ეკლესიაში დაგეგმილ ცერემონიას დაესწრება.