დედის, მამისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
დედის, მამისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ დედის, მამისა და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებული ალექსანდრე აბრამიშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და აბრამიშვილს აღკვეთის ღონისძიებად სამთვიანი პატიმრობა განესაზღვრა.

მკვლელობა რამდენიმე დღის წინ თელავში, გოშაძის ქუჩაზე მოხდა. 27 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 27 აპრილს გაიმართება.