დედის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში მრავალშვილიანი პედაგოგები დაასაჩუქრეს
დედის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში მრავალშვილიანი პედაგოგები დაასაჩუქრეს

დედის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მრავალშვილიანი პედაგოგები დაასაჩუქრეს.

დედის დღე პედაგოგებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მიულოცეს.

„დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, განსაკუთრებულად პედაგოგებს. ისინი ყველაზე მრავალშვილიანი დედები არიან და დიდი წვლილი მიუძღვით თითოეული ჩვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ვულოცავ ყველა ქალბატონს და მომავალ დედებს ამ ლამაზ დღეს. ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სამშობლოსათვის განათლებული, საამაყო შვილების აღზრდას,“- განაცხადა მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დედის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიან დედები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ.