„დედეს“ რეჟისორი ახალ ფილმს გადაიღებს
„დედეს“ რეჟისორი ახალ ფილმს გადაიღებს

ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, აზიურ ოსკარად წოდებული კინოფესტივალის ნომინაციის “კულტურული მრავალფეროვნება” გამარჯვებული გახდა, ახალ ფილმს გადაიღებს.

რეჟისორის ინფორმაციით, ახალ კინოსურათს “ნენე” ჰქვია. ამ ეტაპზე მხოლოდ სცენარი არსებობს, რომლის განსავითარებლადაც დღევანდელ ფესტივალზე მან კიდევ ერთი გამარჯვება, ამჯერად MPA Apsa Academy Film Fund-ის ფულადი პრიზი მიიღო.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება ფილმის გადაღებები, თუმცა ცნობილია, რომ კინოსურათზე ისევე როგორც “დედე“-ს შემთხვევაში, ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions იმუშავებს და მისი პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა იქნება.