დედაქალაქში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად ტენდერი გამოცხადდა
დედაქალაქში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად ტენდერი გამოცხადდა

თბილისი იქნება განსაკუთრებულად ლამაზი, მოწესრიგებული განათებული და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახლოვდება ახალი წელი და მუნიციპალიტეტმა დაიწყო მზადება ამ მიმართულებით.

„დავიწყეთ დედაქალაქის ქუჩების მორთვა. მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს, ძალიან დიდია ინტერესია იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს მათი ჩართულობა, ბევრი წერილი მოდის, ბევრი თხოვნა მოდის კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით, რომ მათ შეძლონ ამ სივრცეების გალამაზება. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, გვერდით დაგიდგებით, დაგეხმარებით და თქვენ ჩვენ დაგვეხმარებით, რათა ქალაქი გავალამაზოთ.

მინდა, მოვუწოდო ბიზნესსექტორს, რომ იაქტიურონ, ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა თქვენ, ყოველთვის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით, ბევრი კარგი პარკი, სკვერი ლოკაცია იქნა გალამაზებული და მორთული თქვენს მიერ, რაც დასაფასებელია. ძალიან მიხარია, რომ ჩართულები ხართ ქალაქის გალამაზებაში, ამ ტენდენციასა და მიმართულებას ამ ახალ წელზეც შევინარჩუნებთ, მოგცემთ შესაძლებლობას, რომ კონკრეტული ადგილები თქვენ მიერ იყო მორთული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, გამოცხადებულია სამი ტენდერი განათებებისა და ილუმინაციებისთვის, აღნიშნული სამი ტენდერიდან ორი არის საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვის მიზნით, ამ სამივე ტენდერის საერთო ღირებულებაა 207 ათასი ლარი.

„არც ერთი ტენდერი არ გამოცხადებული დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით, რასაც პარტიული ტელევიზიები არასწორ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. თბილისი იქნება განსაკუთრებულად ლამაზი, მოწესრიგებული განათებული და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.