თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების მოჭრა მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების მოჭრა მიმდინარეობს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ძველი სტუდქალაქის მიმდებარედ და სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 20 ივლისიდან, აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება და ტერიტორიაზე ჯამში, 113 ძირი დაავადებული და ხმელი ფიჭვი მოიჭრება.

თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო.

სანიტარიული ჭრა დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.

სამუშაოებს შპს “ეკოსერვის ჯგუფი” განახორციელებს.