დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს.

“ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია თამარ მეფის გამზირის, ნორიოს აღმართის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, ზაზიშვილის,გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ფიროსმანის, კონსტიტუციის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის, ზაზიშვილის და დონდუას ქუჩებზე.

დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ წერეთლის გამზირის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის და სტანისლავსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის, ინგოროყვას, სულხან-საბას, ლეონიძის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, ავლევის, ვერცხლის, ყავლაშვილის და პუშკინის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის და გობრონიძის ქუჩების აბონენტებს ელექტროენერგია 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია პეკინის გამზირის, თამარაშვილის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ჭიათურის, ბზვანელის, კოსტავას, უნივერსიტეტის, ქუთათელაძის, ბროლოსნისა და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ბაღდავაძის, ჯავახეთის, ჭიჭინაძის და გუმათგესის ქუჩების აბონენტებს. 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება გახოკიძის, შუამთის, საცხენისის და თრიალეთის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.

ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ სანზონისა და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.