დედაქალაქის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს ხვალინდელ სხდომაზე აირჩევენ 
დედაქალაქის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებს ხვალინდელ სხდომაზე აირჩევენ 

დედაქალაქის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც ფრაქციები დარეგისტრირდება, კომისიების შემადგენლობები დაკომპლექტდება და კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ.

მიმდინარე კვირის პარასკევს, საკრებულოს კიდევ ერთი სხდომა იგეგმება, სადაც საკრებულო თბილისის მთავრობის წევრების კანდიდატურებზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

გიორგი ტყემალაძე თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს. გიორგი ტყემალაძის არჩევას საკრებულოს 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

დღესვე, დეპუტატებმა თავმჯდომარის მოადგილეებად მარიკა დარჩია, გიორგი ახვლედიანი და დავით უჯმაჯურიძე აირჩიეს.