დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.

თბილისის საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის – მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე დღეს იმსჯელეს.

საკრებულოს წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი კახა კალაძე და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის შემდეგი შემადგენლობა იყო წარდგენილი:

თბილისის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) თანამდებობაზე ირაკლი ხმალაძე; თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ანდრია ბასილაია; თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბენდელიანი. თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილი; თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ადმინისტრაციის უფროსი) ვლადიმერ ჭიღლაძე; თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიგა გიგაშვილი; თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარია; თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი; თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი აბუთიძე; თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სერგო ბირკაძე; თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი გვილავა; თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაიოზ თალაკვაძე; თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პაპავა; თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გელა ჩივიაშვილი; თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (საქალაქო სამსახურის უფროსი) თანამდებობაზე ნიკოლოზ ჭონქაძე; თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით უთმელიძე; თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ვლადიმერ ძნელაძე; თბილისის გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილი; თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძე; თბილისის ისნის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ნიკა ელისაშვილი; თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ბექა მიქაუტაძე; თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კირკიტაძე; თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ირაკლი ანდღულაძე; თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებლის თანამდებობაზე გაიოზ ვასაძე; თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძე.