დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის, კონსტიტუციის, გროზნოს, თეთნულდის, როსტოვის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს და ქინქლაძის ქუჩებზე დენი 10 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.
სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვარკეთილი-3 VI და IX კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, ჯავახეთის, იუმაშევის, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მამისაშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის, სააკაძის, ჭიჭინაძის და ბენდელიანის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17 საათამდე შეწყდება.

12 საათიდან 13 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნოსტეს, უიარაღოს, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, ურიდიას, ძმობის, კახიანის, წრომის, ხუდადოვის და ანაპის ქუჩებზეც.

გლდანის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, ქერჩის, მამკოდის, ტაბიძის, გაგარინის, მორეტის, გობრონიძის, ილორის და შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების აბონენტებს ელექტროენერგია 11 საათიდან 16 საათამდე შეუწყდებათ.

დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ზუგდიდის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, სოხუმის და თევდორე მღვდლის ქუჩებზე.
მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ზიჩის, კოტეტიშვილის, გალის, ბესიკის, ჟორდანიას, ცხემის, გრიბოედოვის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების აბონენტებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია „თელასის” ინფორმაციაში.