დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რვა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„ვაკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის ხევის, ყიფშიძის, მიქელაძის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის, თაქთაქიშვილის, გაბაშვილის და ბერძენიშილის ქუჩების მცხოვრებლებზე.

გლდანის რაიონში, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ფეიქართა, შეშელიძის, წყალსადენის, ლესელიძის, მიქატაძის და ხერგიანის ქუჩების აბონენტებს დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეუწყდებათ.

11 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ვეკუას, ხიზამბარელის და ხიზაბავრის ქუჩებზეც. 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩას.

ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება ასპინძის 1, 2 ქუჩებზე, ბოდავის 1, 2 ქუჩებზე, ჩუბინაშვილის, სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ძეგამის, გუმათის, ახუთის, ბერიაშვილის და ნინოშვილის ქუჩებზე.

სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ენუქიძის, ალადასტურის, ჭიჭინაძის, ორხევის, მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის, ჯავახეთის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებზე. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროდრომის დასახლების 9, 11,12,13,14 ქუჩებს, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I, III, IV, X კვარტლებს, შუამთის, თრიალეთის და ხომლელის ქუჩებს.

დიდუბის რაიონში, ლუბლიანას, ჭიაურელის, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩებზე დენი 10 საათიდან 18 საათამდე შეწყდება.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი დიღმის (ნაკვეთები), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, პეტრიწის, მეფე მირიანის, სტრაბონის და ლამბერტის ქუჩების მცხოვრებლებზე. 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ დელისის, ზემო ვეძისის, ემანუელ აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, შალვა ნუცუბიძის, კანდელაკის და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება პეკინის გამზირზე, გამსახურდიას და იყალთოს ქუჩებზე.

10 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგია შეიზღუდება გელოვანის გამზირზე (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და დიდგორის ქუჩებზე.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ უნივერსიტეტის და ფხაკაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 17 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ლუბოვსკის, სვირის, ჟღენტის, ასურეთის, მირზაანის, გეგუთის, ბენდელიანის, სანავარდოს, სანერგეს, კურსების, იმერეთის, ჯავის, კიშინიოვის, ზეკარის, ლისაშვილის, ახტალის, ბუგეულის, მაჩხაანის, დარკვეთის, ლაითურის, წერონისის, თოდრიას, უიარაღოს, წრომის, ძმობის, კისისხევის, ნოსტეს, კახიანის, ქებურიას, რევაზ ურიდიას, კელაპტრიშვილის, კიკნაძის, ხუდადოვის, სტურუას, მიხეილ მესხის, ვახტანგ მახალდიანის, ნოე ჩხიკვაძის, რევაზ ინანიშვილის, უწერის, ბიჩინაშვილის, ღუდუშაურის, წაღვერის, ლევან ცქიტიშვილის, ეროსი მანჯგალაძის, მიქატაძის და ინწკირველის ქუჩების აბონენტებს.

ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ფაღავას, ცისკრის, ირბახის, ბოროდინის, ლაგოდეხის, რუისის, სევანის, ფერიცვალების, მაჭარის, გონაშვილის, ალიხანიანის, ურბნისის, ლადო მესხიშვილის, სართიჭალის, მეფე სოლომონ ბრძენის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ისნის, ჩეხოვის, ჯორბენაძის, დუტუ მეგრელის და იზაშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.