დედაქალაქის რამდენიმე უბნის მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბნის მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება – ამის შესახებ მოსახლეობას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:30 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში – შერვაშიძის ქუჩის, შერვაშიძის I, II, III, IV, V შესახვევების, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, გენო ადამიას, ტარას კვარაცხელიას და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდ დიღომში, ნაკვეთი 034/828-ში მდებარე საცხოვრებელის კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №8-ში მცხოვრები მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ქეთევან წამებულის გამზირი №68-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად.

დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, მაჩაბლის ქუჩა №5-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, შატბერაშვილის I შესახვევის №9-11 და №6-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, წყალტუბოს ქუჩა №11-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, III მასივის IV კვარტლის №2-სა და №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე კალოუბნის ქუჩა №14-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

„მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.