დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისა და გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციის მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

15:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, წყალტუბოს ქუჩა №11-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის 12-ე კმ.-ის, ნოზაძისა და გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 16:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათზე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.