დედაქალაქის რამდენიმე უბანში გაზმომარაგება შეწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანში გაზმომარაგება შეწყდება

დედაქალაქის რამდენიმე უბანში დღეს გაზმომარაგება შეწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის ქუჩის №56, №77, №77ა, №77ბ, №77დ, №121-ში მდებარე კორპუსების და გამრეკელის, გურიელისა და ნუცუბიძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

ასევე, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში, მათ გამოცვლას, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, აკაკი წერეთლის გამზირის №1კ, №2კ, №3კ, №4კ, №5კ, №6კ, №7კ-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:30 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნაძალადევში, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის №2-ში მდებარე კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:30 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის I კვარტლის №7, №8, დიღმის მასივის III კვარტლის №30, №31 და დიღმის მასივის IV კვარტლის №2, №3, №14, №15, №16, №17-ში მდებარე კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:30 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.