დედაქალაქის რამდენიმე უბანში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, დელისის № 3 / ნუცუბიძის ქუჩის № 26-1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 14:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე.

ასევე, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, დაბა წყნეთი – „ა“ ზონის ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.