დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, დოდაშვილის ქუჩა № 22(18)-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს.

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

დღის 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ქეთევან წამებულის გამზირი № 68-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს.

გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 17:00 საათიდან. ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის № 53-ში მდებარე შპს „კოხტა უბანი“-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას.

გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 12:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.