დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 
დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისის II შესახვევის №19, №15/17, კრწანისის ქუჩის №64-64ა, კრწანისის I ჩიხის №49-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ნაკვეთი 002/105-ში მდებარე შპს „კრწანისი ვილა რეზიდენს“-ს, კრწანისის II შესახვევის, კრწანისის, ორთაჭალის და თორთლაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება საფრანგეთის საელჩოს, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საელჩოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, შპს „კინგ ტომ“-ს, შპს „ ანტრე 2008“-ს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათზე და დასრულდება 19:00 საათამდე. 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, აწყურის ქუჩის №4ა, №4ბ, გარე კახეთის ქუჩის №3, №4, №6, შავი ზღვის ქუჩის №9, №11, №13, შორაპანის ქუჩის №13, №34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აწყურის, გარე კახეთის, შირაქის, შორაპანის, ცუცხვათის, ძევერის, შავი ზღვის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათამდე.