დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

„11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, შროშის ქუჩა №16-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 15:30 საათზე და დასრულდება 16:00 საათამდე.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩა №8-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 13:30 საათზე და დასრულდება 14:00 საათამდე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №9ა-57-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 13:00 საათზე და დასრულდება 13:30 საათამდე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.