დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 
დედაქალაქის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, ქინძმარაულის, საფერავის, ალექსანდროულის, თავკვერისა და ჩხავერის ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე.

„დიდუბის რაიონში რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს 23:00 საათიდან შეუწყდება გაზმომარაგება,
ქალაქ თბილის გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე მიერთების მიზნით. საუბარია აგლაძის ქუჩის 34-1, 34-2, 34-3, 34-4, 38, სამტრედიის ქუჩის 2ა, 2ბ, 5, 7, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 24, 26, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე №1, №2, №3, №4, №5, №6 კორპუსების, სტანისლავსკის ქუჩის 8, 12ა, 12ბ, წერეთლის გამზირის 87, 87ა, 89, 91, 93, 95, 97, 99, 99ა, 101, 103, 105, 107, 109, 111, 113, 115, 117 ნომრებში არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, ასევე წერეთლის გამზირის №118-ში „გამოფენის ცენტრის“ პავილიონებს.

გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 22 მარტის დილის 10:00 საათიდან და დასრულდება დღის განმავლობაში. ასევე დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე მიერთების მიზნით, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ქეთევან წამებულის გამზირის №2, №15/17, №25, ფაღავას ქუჩის №4, მეტეხის ქუჩის №19/20.22-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქეთევან წამებულის გამზირის №7, №8, №9, №11, №13, №16, №19, №21, მეტეხის შესახვევის, მეტეხის აღმართის, მეტეხის, ვიქტორ ჯორბენაძის, ისნის, მაჭარის, ფერიცვალობის, ანტონ ჩეხოვის, ცუცქირიძის, მუკუზანის, ღვინის აღმართის, ურბნისისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება ქეთევან წამებულის გამზირის №23-ში მდებარე ქართულ სასწავლებელ „თბილისს“, ქეთევან წამებულის გამზირის №16-ში მდებარე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, სომხურ დრამატულ თეატრს, შპს „ბაზისბანკს“, შპს „კორსტანდარტბანკს“, შპს „ტერა ბანკს“, ღვინის აღმართზე მდებარე შპს „კოპალას“, შპს „ნემოს“, მეტეხის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ძველ მეტეხს“, შპს „მეტეხს“, ჩეხოვის ქუჩაზე მდებარე შპს „კოპალას“ და მიმდებარედ არსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება 22 მარტს 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – აღნიშნულია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.