დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 
დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის № 33ა-ში მდებარე შპს „აკა“-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას.

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 15:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

„გაზმომარაგება დილის 10:00 საათიდან შეუწყდება დიღომში, ვაშლიჯვრის დასახლების კორპუსი № 12-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 12:00 საათიდან. დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, ცაბაძის ქუჩის № 3კ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 16:00 საათიდან.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, ლეონიძის ქუჩის № 1-ში მცხოვრებ მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 13:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ჩერქეზიშვილის ქუჩის № 17-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, იმავე დღის 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.