დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება 
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება 

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთში, მეუნარგიას ქუჩა №69-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

კომპანიის ინფორმაციით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, მარჯანიშვილის ქუჩა №18-ში მცხოვრებ მოსახლეობას და მარჯანიშვილის ქუჩა №16-ში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, სულხან ცინცაძის ქუჩა №26-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, არტურ ლაისტის ქუჩა №11-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ვაზისუბნის 3 მიკრორაიონის I კვარტლის კორპუსი №2-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, მაჩაბლის ქუჩა №18 და №20-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად.

დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის №5-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის №1ბ-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, ფოთის ქუჩა №38-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, თევდორე მღდვლის ქუჩა №13 და №13ა-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად.

დილის 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია – ტარიელ გვიმრაძის ქუჩისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, წყნეთი – ახალდაბის ტყე პარკის №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.