დედაქალაქის მერმა დიდ დიღომში ახლად მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა დიდ დიღომში ახლად მოწყობილი სკვერი დაათვალიერა

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 7 000 კვ.მ. ფართობზე ჩატარდა. მოეწყო საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, სავარჯიშო სივრცე, ძაღლების გასასეირნებელი ადგილი, LED განათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა – სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო რულონური ბალახი და ნიადაგის მულჩირება განხორციელდა.

სამუშაოები კომპანიაა „ტაომ“ აწარმოა, რისთვისაც საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 571 014 ლარი დაიხარჯა.

დატოვე კომენტარი